ბიძინა ივანიშვილი მედია სივრცეში ბევრი ახალი ანალიტიკოსის გამოჩენას აანონსებს. "მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ", განაცხადა მან GDS-ზე გადაცემა "კვირის 20/30″- ში სტუმრობისას. ამჯერად საზოგადოება “20/30″ -ში სამოცამდე ადამიანია გაწევრიანებული და მომავალში კვლავ შეეცდებიან მეტი დაინტერესებული პირის მოზიდვას.
მისივე თქმით, პროექტის დაწყება მისთვისაც ძალიან რთული იყო და თავდაპირველად, ხარისხი შესაძლოა საუკეთესო არ იყოს, თუმცა ეტაპობრივად გამოსწორდება. „შეცდომების ალბათობა დაბალი იქნება, იმდენი ადამიანი მონაწილეობს ანალიზის გაფილტვრაში. თუმცა ეს არ არის 100%-იანი დაზღვევა, რომ ჩვენ შეცდომები არ მოგვივა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ანალიტიკოსი გაჩნდება მედიასივრცეში. ამას დრო დასჭირდება, ვინ ადრე მომწიფდება, ვინ უფრო გვიან მოახერხებს ამას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ – 10, 20, 30 შეიძლება იყოს _ მე ვფიქრობ, არანაკლებ სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის," აღნიშნა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.