შეერთებულმა შტატებმა, მოსკოვის მიერ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო 35 რუსი დიპლომატის ამერიკიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშინგტონი ასევე დახურავს ორ რუსულ სტრუქტურას მერილენდსა და ნიუ იორკში, რომელიც გამოყენებული იყო სადაზვერვო შეკრებებისთვის. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება.
პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მიმართული იქნებოდა შეერთებული შტატების ბრალდებების კვალდაკვალ იმის პასუხის გაცემისკენ, რომ კრემლი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ ჩაერია 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 35 რუსი დიპლომატი ვაშინგტონ დი-სი-ს საელჩოდან და სან ფრანცისკოს საკონსულოდან „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათ და თავიანთ ოჯახებს 72 საათი მისცა შეერთებული შტატების დასატოვებლად.
მოელიან, რომ საპასუხო ნაბიჯს მოსკოვიც გადადგამს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს სამი ამერიკელი სენატორის მიერ დიპლომატიური ცვლილებების თაობაზე გაჟღერებული განცხადების საპასუხოდ თქვა: „თუ ვაშინგტონი ნამდვილად გადადგამს ახალ მტრულ ნაბიჯებს, ის პასუხგაცემული იქნება.
„ნებისმიერი ქმედება რუსული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში, დაუყოვნებლივ მიაყენებს დარტყმას შეერთებული შტატების დიპლომატებს რუსეთში“.
ასევე სანქციები გამოცხადდა 9 სტრუქტურული ერთეულის და ინდივიდის, მათ შორის რუსული სადაზვერვო სააგენტოების, „გრუ“-სა და ეფ-ეს-ბე“-ს წინააღმდეგ.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაბიჯი მიმართულია მათკენ, ვინც პასუხისმგებელია „საარჩევნო პროცესის და ინსტიტუტების ძირის გამოთხრაზე“.
ბარაქ ობამამ განცხადებაში თქვა, რომ „ყველა ამერიკელი შეშფოთებული უნდა იყოს რუსეთის ქმედებებით“.
მან ვაშინგტონის ნაბიჯებს უწოდა „საჭირო და სათანადო პასუხი შეერთებული შტატების ინტერესების დაზიანების ძალისხმევებისთვის“ და დაამატა, რომ ეს „არ იქნება სრული პასუხი რუსეთის აგრესიული ქმედებებისადმი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.