სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
30-12-2016, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. დასკვნითი სამუშაოების დასათვალიერებლად, გამყოფი ხაზის სოფელში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე იმყოფებოდნენ.

 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

 

 

მათივე ინფორმაციით, პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.

 


"გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში აშენებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი, ერთდროულად, თოთხმეტი პაციენტის მიღებას შეძლებს. ცენტრის მშენებლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ ამჟამად ტყვიავის და მიმდებარე სოფლების ასობით მაცხოვრებელს, ავადმყოფობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უწევს წასვლა, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. ცენტრის მშენებლობა და გამართული მუშაობა მოსახლეობას ამ პრობლემას მოუგვარებს", - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი