სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, წინასაახალწლოდ, ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიგი ადამაშვილმა და ლიკა თუთისანმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართული და უცხოური ცნობილი ჰიტები შეუსრულეს.
მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, როგორც არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის, ისე მოწვეული სტუმრებისთვისაც.
„იმდენად ნათელი სახეები აქვთ, რომ მგონია, ისინი აპირებენ შეცვალონ ყველაფერი და დაიწყონ ახალი ცხოვრება. მინდა, მათ მივულოცო ახალი წელი, ის ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში იყო დაუტოვონ ძველ წელს და ახალ წელს შეხვდნენ ახალი იმედებითა და პერსპექტივებით“, - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, ლეილა აფციაურმა მოწვეულ მომღერლებს სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებას არაჩვეულებრივი შემსრულებლები ეწვივნენ და ძალიან ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს ბავშვებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მზადყოფნა გამოვთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, მომღერლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად იმღერეს. არასრულწლოვნებმა კი, სტუმრებს სიურპრიზის სახით, მცირე წარმოდგენა შესთავაზეს.
მსჯავრდებულებმა მომღერლებს საცეკვაო ნომრები შეუსრულეს და მათივე დაწერილი ლექსები წაუკითხეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები არიან - ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო-გასართობ ღონისძიებაში, რომლებიც მიზნად მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.