საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 2017 წელს ხულო-ზარზმის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება
30-12-2016, 01:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წელს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის (ლოტი I) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტში ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების გასაწევად, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები მოკლე სიაში გასულმა ხუთმა საკონსულტაციო კომპანიამ წარმოადგინა. დღესვე მოხდა ტექნიკური წინადადებების გახსნა, რომელთა შეფასების შემდეგ მხოლოდ იმ კომპანიების ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომლებიც ტენდერით დადგენილ მინიმალურ ბარიერს გადალახავენ.

 


"ხულო-ზარზმის მონაკვეთი, პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

 

 

სივრცითი მოწყობის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი.

 


ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47-კილომეტრიანია და პირველ ეტაპზე გზის 29- კილომეტრიანი მონაკვეთი (კმ0-კმ29) აშენდება. პირველი ეტაპის მშენებლობას, არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს.

 


პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

კომენტარები: 1
#1   oleg kopadze
      
კარგია საკართველოს განვითარების მიზნით.დასაქმება შესადლებელია?
24 აპრილი 2017 13:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი