ივანიშვილი: სამსახური რაც გაგვიწია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ დააჩქაროს შემეცნების გაზრდის პროცესი
15-03-2015, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს აღმშენებლობაში საქართველოს ყველა მოქალაქის ჩართვის მოსურნეა. არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთება კი, მისი აზრით, მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში კარგად გარკვევას საჭიროებს და ამაში მისი გადაცემაც დაეხმარება. ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაწეულ სამსახურსაც ერთგვარ კარგ მომენტად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ის საზოგადოების შემეცნების გაზრდას მოემსახურება. ამის თაობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში ისაუბრა.

 

 

"თუ გინდა რომ მსგავსი უბედურება არ მიიღო, მსგავსი იმისა, რაც ჩვენ გვქონდა უახლოეს წარსულში, და ეს სამსახური რაც გაგვიწია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ დააჩქაროს პროცესი, შემეცნების გაზრდის, შეგნების გაზრდის, რომ თუ არ გინდა მიიღო კიდევ ისეთი უბედურება, კეთილი ინებე, პროცესებში ჩაერთე, მიაქციე ყურადღება, ანალიზი მოისმინე, იაქტიურე, აზრი გამოთქვი, იმისათვის, რომ კარგად გაერკვე, რა ხდება შენს ქვეყანაში. ამის შემდგომ გამზადებული მიდიხარ და აკეთებ სწორ არჩევანს, სწორ არჩევანს, და იცი ვის აძლევ ხმას და არა ისე, როგორც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ის დამახინჯებული მეთოდი, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააფუძნა, ან ფქვილს დაარიგებდნენ არჩევნების დროს, ან 5 ლარიან რაღაც ზეთს გაუგზავნიდნენ, სასირცხვილოდ. ეს რაც ხდებოდა, შეურაცხყოფა იყო მთელი საზოგადოების და ამის მიხედვით ახდენდა მოსახლეობა ხმების მიცემას და შემდგომ ღებულობდნენ იმ უბედურებას, რაც მიიღეს".

 

 

ივანიშვილის თქმით, ნაცვლად ამისა, სწორად გაკეთებული ანალიზი, თავისუფალი მედია, მათ შორის მისი გადაცემაც დაეხმარება მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. მისი თქმით, დღეს საქართველოში უნიკალური დროა იმ მხრივ, რომ მედია საშუალებებს მოვლენების თავისუფალი გაშუქების პირობები გააჩნიათ.

 

 

"ჩვენი პროექტიც ამაში დაეხმარება, მაგრამ განცდა და განწყობა მოსახლეობაში უნდა იყოს ისეთი, რომ კარგად უნდა გაერკვნენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ, და არჩევის შემდგომ პროცესშიც ყურადღება მიაქციონ პროცესებს, უყურონ ჩვენს გადაცემას, უყურონ სხვა გადაცემებს და კარგად გაიგონ, კარგად აკონტროლონ ხელისუფლება თუ სურთ რომ ისეთი იყოს, როგორიც მათ ესურვებათ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი