საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და საპარლამენტო არჩევნები იყო.
"საბოლოო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკვშირებით, მე მგონია, რომ ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმიტომ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის მასშტაბით შეძლებენ უვიზოდ გადაადგილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.
მიუხედავად გარკვეული ცალკეული ინციდენტებისა, მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები", - განაცხდა "რუსთავი 2"-თან საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, "სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იქნება მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევა მომავალი წლისთვის".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.