საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
30-12-2016, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალბანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონამდე ევროს ოდენობით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. სულ პროექტის ღირებულება 10.3 მილიონამდე ევროა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

 


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


„აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

 


სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს.

 

კომენტარები: 1
#1   mozambika123
      
საინტერესოა.geosesxebi.ge
3 იანვარი 2017 01:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი