ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით
30-12-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

 


„განვლილი ოთხი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მკაფიოდ განსაზღვრა ხედვა, რაც კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს; სამინისტროს მიერ ასევე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაც, რომელიც განვითარების სტარტეგიასთან სრულ თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა.

 

 

ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

 


როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურენო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას.

 


მისი თქმით, დასახული მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება-ეფექტიანობის გაზრდა; მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება-მოდერნიზაცია; წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი