ციკლონმა პამმა მიწასთან გაასწორა ვანუატუ და მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა მის განვითარებას. ამის თაობაზე წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას დანგრეული კუნძულიდან BBC ავრცელებს.
დახმარების ჯგუფებმა ჩასვლა დაიწყეს ვანუატუში, სადაც ციკლონმა ხეები ძირფესვიანად ამოგლიჯა, ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია და ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ერი დედამიწაზე, მთლად განადგურებული დატოვა.
ვერტმფრენიდან გადაღებულ ფოტოებში კი ჩანს თუ როგორ მთლიანად მიწასთანაა გასწორებული დედაქალაქში მდებარე სახლები და როგორც დახმარების ჯგუფის წევრები ამბობენ, სასმელი წყლის გადაუდებლად მიწოდების საჭიროება არსებობს.
"მე მას მონსტრი ვუწოდე, მონსტრი. ეს ვანუატუს მთავრობისა და ხალხისათვის უკუსვლაა, რადგან ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც განვითარებას ემსახურებოდა, მიწასთან გასწორდა," თქვა მან.
სახლები, რომელიც ბეტონისაგან არ ყოფილა აშენებული, მთლიანად დაინგრა.
რამდენიმე ქვეყანამ დახმარების ბრიგადები უკვე გააგზავნა ვანუატუში. შტორმი მე-5 კატეგორიას მიაკუთვნეს. ქარის სიჩქარე 300კმ/სთ-ში აღწევდა და ყველაზე მძლავრი შაბათს, დილის საათებში იყო. ამჟამად ციკლონი ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება, მაგრამ ის შესუსტებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.