საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიაში გადაყვანისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროება მოიხსნა.
როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, "HELIOS Klinikum Berlin-Buch"-ის პროფესორი, მედიცინის დოქტორი მარტინ სტრიკი ჩამოვიდა საქართველოში და პატრიარქი მოინახულა.
ცისანა შარტავას თქმით, გერმანელმა ექიმმა უწმინდესის მდგომარეობა ჩათვალა დამაკმაყოფილებლად და ქართველი ექიმების მიერ დაწყებული და ამჟამინდელი მკურნალობა დადებითად შეაფასა.
"გერმანელი სპეციალისტი იყო საქართველოში ჩამოსული, მოინახულა უწმინდესი. შემდეგ კონსილიუმიც შედგა, ესაუბრა იგი ქართველ სპეციალისტებს. მან პატრიარქის მდგომარეობა ჩათვალა დამაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციის გაკეთების საჭიროება მოიხსნა. მთლიანად დაეთანხმა ქართველი ექიმების მიერ დაწყებულ და ამჟამინდელ მკურნალობას, ანუ მთელი ტაქტიკა დადებითად შეაფასა. მკურნალობის დინამიკაც გამოკვეთილია, რომ უკეთესობისკენ მიდის. თვითონ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, მაჩვენებლებიც უმჯობესდება და რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს სამედიცინო ზედამხედველობა მუდმივად. ამ ეტაპზე გერმანელმა სპეციალისტმა თავისი როლი ამით დაამთავრა", - განუცხადა Guardian.ge-ს ცისანა შარტავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.