საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში „დელტას” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კვალიფიციურ ადამიანებთან შესაბამისი კადრის შერჩევის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„დელტას“ ეყოლება ახალი ხელმძღვანელი. თუმცა, მაქსიმალურად მინდა კონსულტაციები გავიარო ყველასთან, რადგან ეს არის ძირითადად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობა. მოხდება კვალიფიციურ ადამიანებთან კონსულტაცია რათა მოვძებნოთ კარგი მენეჯერი, ახალი იდეების ავტორი, რომელიც შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რა ამოცანებიც იქნება „დელტას“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. „დელტასთან” დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ ამ ორგანიზაციამ შეასრულოს ძირითადად ის დაკვეთები, რომლებიც ძირითადად ქართული შეიარაღებული ძალებიდან იქნება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.