ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნათია თხილაიშვილთან ერთად, გელაურის დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სასურსათო ამანათები გადასცა.
ქობულეთის გამგეობის ცნობით, საქველმოქმედო აქციები ქობულეთში მოღვაწე ბიზნესმენების მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, სასურსათო ამანათები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და შშმ პირთა ოჯახებს გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.