გიორგი კვირიკაშვილი: წუთი არ გავა რომ არ ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ შემცირება
30-12-2016, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წუთი არ გავა რომ არ ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ შემცირება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

 

 

პრემიერი მიიჩნევს, რომ უწყებებში ადამიანური რესურსის შემცირება არ ნიშნავს, რომ "ვინმე ზედმეტი იყო სახელმწიფო აპარატისთვის", თუმცა, მისივე თქმით, "სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება".

 

 

"როცა ასეთი შემცირება ხდება, ყოველთვის არის მტკივნეული ადამიანებისთვის და არც ერთმა ადამიანმა არ მინდა იფიქროს, რომ ვინმე იყო ზედმეტი სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფო აპარატისთვის. იყო გარკვეული არასწორი გამონათქვამებიც ამ მიმართულებით და მე მინდა ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა ამ შემთხვევაში. მე მინდა გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ ყველა ჩვენგანი ამას ძალიან განიცდის. არც ერთი ადამიანი არ გვყავს ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არდაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტივირებული რომ ეს საქმე გააკეთოს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და ამავე კონტექსტში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ რეფორმასაც შეეხო. 

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმა, სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

 

 

"რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, აუცილებლად უნდა ვთქვა, ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორები ნატო-დან, აშშ-დან, ევროპელი პარტნიორები მიგვითითებდნენ, რომ ეს პროგრამა იყო დასაწყები. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, როდესაც ჩვენ გვყავს იმაზე მეტი თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს. ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გვყავდეს და ა.შ. ამიტომ ძირითადად ეს რეფორმა ეხება თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. მე მინდა ნამდვილად მადლობა გადავუხადო ლევან იზორიას, რომელმაც ურთულესი რეფორმა დაიწყო. ეს არის ადამიანური თვალსაზრისით და თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით ურთულესი რეფორმა და დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაცა კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია. მე მივეცი მითითება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, რომ პროგრამებში "აწარმოე საქართველოში", სოფლის მეურნეობის აგრო-კრედიტის პროგრამაში შევქმნათ დამატებითი სტიმულები, წამახალისებელი კომპონენტები შევიტანოთ სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ მათ მივცეთ ჩვენ საშუალება ცხოვრება გააგრძელონ და დარწმუნებული ვარ მე, რომ ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი