თეიმურაზ ჯაფარიძე: თერჯოლიდან საზღვარგარეთ წასული ბიზნესმენები მშობლიური კუთხის დასახმარებლად მზად არიან
16-03-2015, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე guardian.ge -სთან საუბრისას აცხადებს, რომ თერჯოლიდან საზღვარგარეთ წასული ის ადამიანები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ამა თუ იმ ქვეყანაში, მშობლიური კუთხის დახმარების სურვილს გამოხატავენ. როგორც თავად ამბობს, მოსახლეობისთვის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიცემული დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა და ნაწილს დარჩენილ ვადაში შეასრულებს. ამასთან, გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლით, 800 000 ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

 

 

თერჯოლის გამგებლის მთავარი საზრუნავი სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მოსახლეობისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საწარმოების ამოქმედებაა. როგორც თავად ამბობს, წინა ხელისუფლების პერიოდში რეგიონების უმეტესობას, და მათ შორის თერჯოლას, მცირე ყურადღება ეთმობოდა და ძირითადი აქცენტი დიდ ქალაქებზე იყო გადატანილი.

 

 

„წინასაარჩევნო პერიოდში მე მივეცი დაპირება ჩვენს ამომრჩევლებს, რომ 6 თვეში შევძლებდით ყველა იმ საკითხის მოგვარებას, რაც მთელი 17 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. წინა ხელისუფლების დროს მთლიანად იყო მიტოვებული სოფელი, ყველა მუნიციპალიტეტი; ყურადღება მარტო თბილისსა და ბათუმს ეთმობოდა. მაგალითისთვის რომ ვთქვა, წინა ხელისუფლება თერჯოლაში ყურდღებას არ უთმობდა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის საკითხს. ჩვენ კი მოსვლისთანავე, აგვისტოდან 4 სოფელს მივაწოდეთ სასმელი წყალი, უახლოეს თვეებში კი დამატებით რამდენიმე სოფელში დაიწყება წყლის სისტემების სრული აღდგენა. წელს გადაწყდება ქალაქის წყალმომარაგების საკითხი, რაშიც მთლიანად 1 500 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, მოგვარდება სოფელ ღვანკითის წყალმომარაგების პრობლემაც. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, წელს დაგეგმილი გვაქვს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; 7 კილომეტრზე დაიგება ასფალტი. თავიდანვე თუ ასფალტით ვერ ვუზრუნველვყოფთ ყველა სასოფლო გზას, ქვა-ღორღით მაინც გავმართავთ მას ისე, რომ ტრანსპორტის გადაადგილება უფრო გაადვილდეს,“ აცხადებს თეიმურაზ ჯაფარიძე.

 

 

გამგებელი იმაზეც საუბრობს, თუ როგორ მოახერხა 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 800 000 ლარის მობილიზება, რამაც საშუალება მისცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ახალი პროექტის განხორციელება დაეწყო.

 

 

„შარშან 800 000 ლარის გადაჭარბებით შესრულდა ადგილობრივი ბიუჯეტი. ასეთი მიღწევა თერჯოლის მუნიციპალიტეტს არასდროს არ ჰქონია. იკითხავთ, როგორ მოხერხდა ეს? პირადად მივედი ყველა იმ საწარმოში, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მუშაობს, და წლების განმავლობაში დაგროვებული დავალიანებები უკვე 25 დკემბერს შემოტანილი ჰქონდათ ადგილობრივ ბიუჯეტში. სწორედ ამ დამატებითი თანხების მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გამოგვეცხადებინა ტენდერი და ალბათ, მარტის ბოლოსთვის უკვე შეძენილი გვექნება ახალი გრეიდერი, თვითმცლელები და დასუფთავების სპეციალურ მანქანები.“

 

 

თეიმურაზ ჯაფარიძე უკიდურესად გაჭირვებულ მოქლაქეებზე შემწეობების გაცემის აუცილებლობასა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებაზეც საუბრობს და დასძენს, რომ მძიმე სოციალური ფონისა და უმუშევრობის დაძლევის ყველაზე ეფექტური გზა წარმოების განვითარებაა. როგორც თავად ამბობს, მას ამ კუთხით მუშაობა დაწყებული აქვს.

 

 

„მოსახლეობაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალზედ მძიმეა სოციალური ფონი, ამიტომაც ჩვენ ადგილზე გამოვყავით თანხები, რითაც ვეხმარებით უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებს, ერთჯერადად თუ მრავალჯერადად. ყოველთვიურად დახმარებას ვუწევთ პირველი ჯგუფის ინვალიდებს, ასევე ვაფინანსებთ ეპილეფსიისა და დიალეზის პროგრამებში ჩართულ მოქალაქეებს, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ზოგადად, უნდა ითქვას: იმისათვის, რომ მძიმე სოციალური ფონი და მასობრივი უმუშევრობა დაიძლიოს, საჭიროა საწარმოების დაფუძნება. ამ კუთხით მოლაპარკებებს ვმართავთ იმ თერჯოლელებთან, რომელნიც ამჟამად საზღვარგარეთ წარმატებით საქმიანობენ და რომელთაც მშობლიური კუთხის დახმარება სურთ,“ აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი guardian.ge- სთან, თუმცა იმის შესახებ, თუ რა ტიპის წარმოების განვითარება მოხდება და კონკრეტულად ვინ ჩადებს თერჯოლის ეკონომიკაში ინვესტიციებს, თეიმურაზ ჯაფარიძე საუბარს მხოლოდ რეალური შედეგების მიღწევის შემდეგ აპირებს.

 

 

კომენტარები: 2
#2   Bill Johnson
      
ლეგიტიმური სესხის მიღება ყოველთვის დიდი პრობლემაა კლიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფინანსური პრობლემა და საჭიროებენ მას გადაწყვეტაზე. საკითხი საკრედიტო და გირაოს არის ის, რასაც კლიენტებს ყოველთვის აწუხებს, როდესაც ეძებს სესხი ლეგიტიმური კრედიტორების. მაგრამ .. ჩვენ გავაკეთეთ ეს განსხვავება დაკრედიტების ინდუსტრიაში. ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ სესხი 5000.00 აშშ დოლარიდან 500 000.000.00 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც მინიმუმ 3% ინტერესი, გთხოვთ დაუყოვნებლივ უპასუხოს ამ ელ-ფოსტაზე: billjohnson.loanfirm011@gmail.com
26 ოქტომბერი 2018 08:08
#1   fernan tina
      
Hello,
ეს არის გაცნობებთ, ფართო საზოგადოებისათვის, რომ ქალბატონი Fernan tina, კერძო სესხის კრედიტორების აქვს გახსნას ფინანსური შესაძლებლობა ყველას სჭირდება რაიმე ფინანსურ დახმარებას. ჩვენ გაძლევთ სესხის 2% საპროცენტო განაკვეთი პირებს, ფირმები და კომპანიები ქვეშ ნათელი და გასაგები ვადები და მდგომარეობა. დაგვიკავშირდით დღეს, e-mail- ზე: (fernantinaloan@gmail.com)
7 ნოემბერი 2015 13:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი