ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავდივართ დანაშაულს, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე - ჩვენ ყოველწლიურად ჩართული გვაქვს ქარხანა, დანაშაულებრივი ქარხანა უმუშევარი ადამიანების წარმოების, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, "100% იმ პრობლემებისა, რომლებიც დღეს ქვეყანაშია, არის გამოწვეული განათლებით". კვირიკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში "ყოველწლიურად ვუშვებთ იმაზე მეტ დიპლომატს, ფინანსისტს, იურისტს და ა.შ. ვიდრე გვჭირდება", ამიტომ მისივე თქმით, საიმისოდ, რომ დაბალანსდეს უმაღლესი და პროფესიული განათლების მსურველთა რიცხვი, სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება იმ სპეციალობებზე, რომელიც უფრო საჭიროა.
"მინდა ჩვენს მოსახლეობას კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული რა ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ. ასეთი ნაბიჯების გადადგმა არასოდეს მარტივი არ არის. არც ერთ ქვეყანაში დიდი რეფორმა არ მომხდარა, მარტივად. ამიტომ ჩვენც ადამიანები ვართ და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამ სირთულეს ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ 100%-ით გვჯერა, რომ ყველა ის ნაბიჯი რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებული და დაგეგმილი და ყველა მათგანი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს ჩვენს ქვეყანაში.
განათლების რეფორმა - 100% იმ პრობლემებისა, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, არის გამოწვეული განათლებით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე არავის ვაყენებ ჩრდილს, პირიქით, მე მინდა ვთქვა, რომ მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვყავს არიან ნამდვილად ყველაზე დასაფასებელი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში.... ჩემს ოჯახში არის ორი პედაგოგი და მე ძალიან კარგად ვიცი რა შრომა არის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ იმ ურთულეს წლებში, როცა პედაგოგებს ხელფასიც კი არ ჰქონდათ, უწევდათ გაყინულ კლასებში მუშაობა, მათ უზრუნველყვეს განათლების სისტემის უწყვეტობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ისინი არიან ყველაზე დასაფასებელი ადამიანები და მათ ჩვენ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიტანოთ აქცენტი მათ ტესტირებაზე, გაცხრილვაზე და ა.შ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ გაიარონ ის საჭირო გადამზადების პროცესი და ჩადგნენ ახალი თაობის მომზადებელთა რიგებში.
რას ეხება ეს განათლების რეფორმა. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავდივართ დანაშაულს, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე. ჩვენ ყოველწლიურად ჩართული გვაქვს ქარხანა, დანაშაულებრივი ქარხანა უმუშევარი ადამიანების წარმოების. ეს სადღაც უნდა გაჩერებულიყო. ჩვენ ვუშვებთ ათჯერ იმაზე მეტ დიპლომატს, ვიდრე გვჭირდება. ვუშვებთ რამდენჯერ მეტ ფინანსების სპეციალისტს, ვიდრე გვჭირდება. იურისტს და ა.შ. ეს ქარხანა როდესაც ფულზე არის აწყობილი და როდესაც გარკვეული მოდური ტრენდებია შექმნილი, რომ აი, ეს პროფესია მოდურია, ეს არ არის მოდური, ჩვენ არ შეიძლება ეს ასე მივუშვათ. ამიტომ დავიწყეთ ძალიან ძირეული, დინამიური დაგეგმვის პროცესი. ვაფასებთ საჭიროებებს ეკონომიკაში და ამის მიხედვით იქნება სახელმწიფო რესურსი დახარჯული. მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ვიღაცას ავუკრძალავთ რაიმე პროფესიით ადამიანების სწავლებასა და მომზადებას, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ სახელმწიფო რესურსს დავხარჯავთ იმ სპეციალობებზე, რომლებიც მეტად გვჭირდება. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ჰუმანიტარული დარგები და ფუნდამენტური მეცნიერებები, სადაც ძალიან ძნელია მოთხოვნის განსაზღვრა. აქ ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოს აქცენტირებას.
პროფესიული განათლება - პროფესიული განათლება იყო გარკვეულწილად სადამსჯელო მექანიზმი, რომ აი, ბავშვი თუ ცუდად მოიქცეოდა პროფესიული განათლების სასწავლებელში აგზავნიდნენ. ეს ხომ არასწორია. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში - გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში სამჯერ მეტია შეფარდება პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიმდევართა შორის, ვიდრე ჩვენთან. ეს არის პირდაპირი ანომალია, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა კერძო ბიზნესის ჩართულობა და თანადაფინანსება სახელმწიფოსთან ერთად, რომ ჩვენ მივიღოთ წარმატებული სისტემა", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.