პრემიერი - „ჩემს ოჯახში არის ორი პედაგოგი... როცა პედაგოგებს ხელფასიც კი არ ჰქონდათ, უწევდათ გაყინულ კლასებში მუშაობა, მათ უზრუნველყვეს განათლების სისტემის უწყვეტობა ჩვენს ქვეყანაში“
30-12-2016, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია, რადგან მისივე შეფასებით, საქართველოში "პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმდევართა თანაფარდობა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, პირდაპირი ანომალიაა".

 


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა სწორედ პროფესიული და უმაღლესი განათლების მსურველთა რიცხვის დაბალანსებას გულისხმობს და არა პედაგოგების "გაცხრილვას" მაშინ, როდესაც მისივე თქმით, პედაგოგები არიან ყველაზე დასაფასებელი ადამიანები, რადგან „ვიცი რას ნიშნავს ეს შრომა - ჩემს ოჯახში არის ორი პედაგოგი... როცა პედაგოგებს ხელფასიც კი არ ჰქონდათ, უწევდათ გაყინულ კლასებში მუშაობა, მათ უზრუნველყვეს განათლების სისტემის უწყვეტობა ჩვენს ქვეყანაში".

 


"100% იმ პრობლემებისა, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, არის გამოწვეული განათლებით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მე არავის ვაყენებ ჩრდილს, პირიქით, მე მინდა ვთქვა, რომ მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვყავს არიან ნამდვილად ყველაზე დასაფასებელი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში.... ჩემს ოჯახში არის ორი პედაგოგი და მე ძალიან კარგად ვიცი რა შრომა არის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ იმ ურთულეს წლებში, როცა პედაგოგებს ხელფასიც კი არ ჰქონდათ, უწევდათ გაყინულ კლასებში მუშაობა, მათ უზრუნველყვეს განათლების სისტემის უწყვეტობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ისინი არიან ყველაზე დასაფასებელი ადამიანები და მათ ჩვენ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიტანოთ აქცენტი მათ ტესტირებაზე, გაცხრილვაზე და ა.შ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ გაიარონ ის საჭირო გადამზადების პროცესი და ჩადგნენ ახალი თაობის მომზადებელთა რიგებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი