ვფიქრობ, რომ ის მოდელი და სტრუქტურა, რომელიც შეირჩა საკონსტიტუციო კომისიისთვის არის აბსოლუტურად სწორი, გამომდინარე იმ სიმძიმის ცენტრიდან, რომელიც ამ პროცესს ბუნებრივად აქვს და ეს არის პარლამენტი, სადაც კანონშემოქმედება მიმდინაროებს, საიდანაც ხდება საკანონდებლო ინიციატივების წარმოშობა და შემდეგ მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, "კონსტიტუციას, რომელსაც მივიღებთ უნდა გამოხატავდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს, იმ დროსა და რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით" და "კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ არც გიორგი მარგველაშვილზე, არც გიორგი კვირიკაშვილზე, არც ირაკლი კობახიძეზე - არც ერთ პოლიტიკოსზე არ უნდა იყოს მორგებული".
„უნდა ჩამოყალიბდეს კონსტიტუცია, რომელიც იქნება სწორად სტრუქტურირებული და გამორიცხავს ყველანაირი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე დროს არ შექმნის სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ საკანონმდებლო საქმიანობაში ვაწყდებით. მე არ ვსაუბრობ დიდი ცვლილებებზე, რომლებზეც იყო საუბარი. აქ არის ორი დიდი საკითხი, რომელსაც მე გამოვყოფდი. ერთი არის საპრეზიდენტო საკითხი, მეორე არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მე ცოტა ხნის წინ მქონდა საშუალება, რომ განმემარტა ჩემი პოზიციები. თავს ვიკავებ ჩემი პოზიციების გამოხატვისგან, რადგან მე გახლავართ პრემიერ მინისტრი და არ მინდა ესა თუ ის მიმართულება მივცე ამ პროცესს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს ჩართული.
"ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი და არ ჩაერთო ამ ფორმატში. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება იქნას შეცვლილი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აპარატიდან თუნდაც მისი მონაწილეობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ არ უნდა დარჩეს საზოგადოების არც ერთი ფენა, რომელიც არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.... რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერს ინსტიტუტს, არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ მინისტრმაც დათმოს ესეც შესაძლებელია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისგან უნდა მივიღოთ სწორი სისტემა და აქ არც ერთ პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ მე ასე ვფიქრობ, ასეა სწორი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენი ქვეყნის რეალობა, გამომწვევი და ასევე მივიღოთ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტლებები, რომელიც არ იქნება დამოკიდებული გიორგი კვირიკაშვილზე და სხვაზე. კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ არც გიორგი მარგველაშვილზე, არც გიორგი კვირიკაშვილზე, არც ირაკლი კობახიძეზე - არც ერთ პოლიტიკოსზე არ უნდა იყოს მორგებული. კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ უნდა გამოხატავდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს, იმ დროსა და რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტური ადამიანების მსჯელობის შედეგად ჩამოვაყალიბებთ იმ სტრუქტურას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.