ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მოსახლეობას ოპტიმისტური განწყობის შექმნისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველო "ძალიან დიდ და ოპტიმისტურ ეკონომიკის ზრდას" რამდენიმე თვეში მიიღებს. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ მან GDS-ის ეთერში, გადაცემა "კვირის 20/30"-ში ისაუბრა.
“ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ის პირობები, რაც შექმნილია ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გარე ფაქტორებიც თანხვედრაში მოვა, ეს რამდენიმე თვის ამბავია და აუცილებლად ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ და ოპტიმისტურ ეკონომიკის ზრდას," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეკონომიკა მზარდი ტემპებით გაიზარდოს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება.
“დაველოდოთ მოვლენებს და კიდევ ერთხელ ვარწმუნებ მოსახლეობას განეწყვეთ ოპტიმიზმით! ჩვენ გველოდება, თუ გნებავთ, გვემუქრება, ძალიან დიდი და ძალიან სასიხარულო ეკონომიკის ზრდა. განწირული ვართ იმისათვის, რომ ჩვენ აუცილებლად წარმატებულ ქვეყნად დავრეგისტრიდეთ და დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.