თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 30 დეკემებერს, ღამით მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მე-16 სართულის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც მისი მიმართულებით გასროლა, სავარაუდოდ სნაიპერის მიერ განხორციელდა.
„რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ბინაში მის მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გარდაცვლილი გუშინვე პროზექტურაში გადაასვენეს. მეზობლები ამბობენ, რომ ის ბინაში, დაახლოებით, სამი კვირის წინათ გადმოვიდა.
ადგილზე დილამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მოხდა ავტო ფარეხების და ტერიტორიის მთლიანი პერიმეტრის დათვალიერება.
შსს-ში სავარაუდო ეჭვმიტანილზე და მომხდარის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-ს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.