მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი ერთბაშად შეჩერდა და ბევრი რაღაც უკანაც წავიდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს, მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის
31-12-2016, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხისადმი საახალწლო მილოცვის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ „როგორც არასდროს, მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლებში, იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა“.

 

 

„მინდა თითოეულ ქართულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება დამდეგ ახალ წელს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის წლებში, ჩემი მომართვის დროს ვსაუბრობდი დიდ განვითარებაზე, დიდ პროგრესზე, დიდ წინსვლაზე, იმ გიგანტურ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამდა იმ წლებში. მაშინდელი ჩვენი განვითარება იყო მისაბაძი და ზოგისთვის შურის საგანი, არა მოხლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, არამედ ბევრისათვის, მსოფლიოს მასშტაბით. შემდეგ ეს ყველაფერი ერთბაშად შეჩერდა და ბევრი რაღაცა უკანაც წავიდა. და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს ძალიან უჭირს, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ეკარგება მომავლის პერსპექტივა და იმედი, მაგრამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს, მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლებში, იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა, რომ ქართველებს შეუძლიათ განსაკუთრებული რაღაცები შექმნან, რომ ქართველებს შეუძლიათ მართლაც მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს დავინახეთ და ამას ვეღარაფერი დაგვავიწყებს. ჩვენ ვერ მოგვახვევენ თავზე უიმედობას. რაც არ უნდა იყოს, რა შემოტევაც არ უნდა იყოს, რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, რა ღალატსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, მაინც უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არის ძალიან პატრიოტი, ერთგული, მაგარი ხალხი. მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ყველაფერი გამოგვივა თუ ვირწმუნებთ ჩვენი ძალების. მე მინდა თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება და წინსვლა დამდეგ ახალ წელს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საახალწლო მიმართვაში, რომელიც კიევში არის ჩაწერილი და დაამატა, რომ „ყველაზე საუკეთესო წლები არის წინ“. 

 

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ჩვენ გვახსოვს, რომ თქვენი პრეზიდენტობის წლებში, თქვენს მომართვაში საუბრობდით, რომ თქვენი პრეზიდენტობის მეორე ვადას მიუძღვნიდით საქართველოს გამთლიანებას! რაც 2008 წლის კატასტროფით დამთავრდა! ყველა ოჯახს ბედნიერებას უსურვებთ?! თქვენი პრეზიდენტობის დროს 200 000 მსჯავრდებულის ოჯახს რაღას უსურვებდით? თქვენ დროს დაიწყო ბევრი კარგი საქმე, გაიზარდა ბიუჯეტი, მაგრამ, ბიუჯეტის ზრდის წყარო რა იყო დაგვავიწყდა? სიცოცხლის გადასარჩენად გაყიდული ბინები, სახლები, დათმობილი ბიზნესები. არა, ეს არ ყოფილა თქვენი ნოუ-ჰაუ, უფრო ადრე ბოლშევიკებმა ფულის წყარო იპოვეს ბურჟუაზიაში, ჰიტლერმა - ებრაელებში, თქვენ - "კორუმპირებულებში", მოღალატეებში, ჩარეცხილებში და ა.შ. ეს იყო სახელმწიფო რეკეტი, რაც კორუფციაზე კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია! მიშიკონომიკა არის ლენინ-სტალინის და ჰიტლერის ეკონომიკების ნაზავი! და ისეთივე საზიზღრობა და სახელმწიფო დანაშაული! სიცოცხლის წყურვილი არის უძლიერესი ინსტინქტი. ფროიდმა თქვა - სექსუალური ინსტინქტი არის ყველაზე ძლიერი ინსტინქტიო. მე ვიტყოდი, რომ თავისუფლების ინსტინქტი ამ ორივეზე მეტია. ყველაფერს შეეგუება ადამიანი თავისუფლების დაკარგვის გარდა. ევროპა, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით თავისუფლების პროდუქტია. მას შევადარებდი ქალაქს, სადაც ყველა საკუთარ ავტომობილში ზის და სადაც უნდა იქით მიდის. აღმოსავლეთი, ტოტალიტარული ქვეყნები - დიდ ავტობუსს, რომელსაც მართავენ მესაჭეები ( გვახსოვს „.. მესსაჭის გვერდით იდგა ბერია...“), თქვენ გსურთ საქართველოს მესაჭეობა, ჩვენ კი გვინდა თავისუფლება. სახელმწიფოს აშენებენ არა პოლიტიკოსები, არამედ თავისუფალი ადამიანები (მათ შორის ბიზნესმენები). ჩვენ უკვე შევიგრძენით დასავლური ფასეულობები, ჩვენი ხალხი აღარასდროს იტყვის მასზე უარს. თქვენ ორჯერ უკვე იყავით საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა თქვენი განწყობებიდან გამომდინარე არ იტყოდით უარს შემდეგ ჯერზეც, თავს შეუცვლელად მიიჩნევთ? ასევე თვლიდნენ ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, ბაშარ ასადი, სადამ ჰუსეინი, კადაფი, პუტინი... აბა აქ რა მოსატანია, ამერიკის, საფრანგეთის პრეზიდენტები...
31 დეკემბერი 2016 09:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი