სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წლის დადგომა მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა. „იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და ვიფიქროთ ჩვენ სამშობლოზე. სამშობლო უპირველეს ყოვლისა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე, მისი მოღვაწეობა უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ“.
„ყველას გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე და უპირველს ყოვლისა, მადლობა შევწიროთ უფალს, რომელმაც მოიღო წყალობა. ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს იმ განსასცდელებისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მოგვივლინა, მადლობა უნდა შევწიროთ მშობლებს ლოცვა-კურთხევისთვის, განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვიჩინოთ მათ მიმართ. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერი, მშვიდობიანი, სასიხარულო. იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და ვიფიქროთ ჩვენ სამშობლოზე. სამშობლო უპირველეს ყოვლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ, რას მოგვიტანს მომავალი წელი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რას გავაკეთებთ სამშობლოსთვის. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე, მისი მოღვაწეობა უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს. მინდა, დავლოცო დღეს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონი, მთელი საქართველო და გისურვოთ, რომ დადგეს ის დრო, როცა ჩვენ ერთად გავიხარებთ, ერთად გავიზიარებთ ჩვენს მთლიანობას და ბედნიერებას. ბედნიერი იყავით, ამინ",-ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საახალწლო მილოცვაში, რომელიც პირდაპირ ეთერში „საზოგადოებრივი მაუწყებლით“ გადაიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.