გიორგი კვირიკაშვილი: „2017 წელი, მართლაც იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი“
01-01-2017, 00:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, 2016 წელს, „იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვებები, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები“. პრემიერმა პირობა დადო, რომ რომ „2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი“.

 


„ჩემო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! როდესაც მოდის ახალი წელი, ყველას გვაქვს ჩვენი ოცნება, ჩვენი მიზანი, მისწრაფებები, მაგრამ ყოველთვის არის ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ახალმა წელმა მოიტანოს სიხარული და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვინდა ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს, გამთლიანდეს, გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი, ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის ქვეყანა.

 


გასული წელი დატვირთული იყო მოვლენებით - იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვებები, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი უკვე ჩაყრილია. ძალიან ბევრ სფეროში ბევრი სიკეთე მიღწეულია. გზა არჩეულია. დეტალური გეგმები დასახულია. ახლა, საჭიროა ერთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

 


ცხადია, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ახალი წელი. ჩვენი ძალა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში და მოქმედებაშია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთი ძლიერი ოჯახი. მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთზე უკეთესად მართლაც ვერავინ გაგვიგებს! ერთად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა მაინც ვერავინ გააკეთებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ერთად გაკეთებული კარგი საქმით და მიღწეული შედეგებით. მე გპირდებით, რომ 2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება გამოიყენოს თითოეული ასეთი შესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის. ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახი გვყავდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ვიტყვით - „ჩვენ ეს ერთად შევძელით“ და ერთმანეთისთვის წარმატების უამრავი ისტორია გვექნება მოსაყოლი.

 


დიახ, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ - ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ განვითარების, შედეგების, განსაკუთრებული წარმატებების ახალი წელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საახალწლო მილოცვისას, რომელიც პირდაპირ ერთერში „ საზოგადოებრივი მაუწყებლით“ გადაიცა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი