თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს
01-01-2017, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი ჩართვა ავღანეთიდან და მალიდან, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან განხორციელდა. ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

 

 

 


„ახალ წელს გილოცავთ, წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას გისურვებთ. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ დიდი საქმისთვის, რასაც თქვენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ასრულებთ. თქვენი საქმიანობა არა მარტო მსოფლიოსთვის, არამედ პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლი დავაფასოთ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად მნიშნელოვანი რეფორმები დავიწყეთ, იმისთის რომ ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნა ავამაღლოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გავხდეთ. ის მოტივაცია და ძალისხმევა, რაც ავღანეთში ყოფნისას თქვენში დავინახე, მინდა აქაც მაღალ დონეზე იყოს შენარჩუნებული იმ პირობების უზრუნველყოფით, რაც ღირსეულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 


სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და აღნიშნა რომ მათი ყოფნა საერთაშორისო მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 


„გილოცავთ ახალ წელს, მინდა წარმატება და ბედნიერება გისურვოთ თქვენ ოჯახებთან ერთად. თქვენი ოჯახის წევრები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ. სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალები თქვენს გვერდით ვართ. ღმერთი იყოს თქვენთან“ - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენცია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან განხორციელდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და მალი ბამაკოში იმყოფებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი