საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ახალ წელს ეგაძეების ოჯახში სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გამოაგზავნეს და დახმარება სთხოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დაბადების დღე მიულოცა მრავალშვილიანი ოჯახის ერთერთ წევრს, 13 წლის მაია ეგაძეს და მას საახალწლო სურვილი აუსრულა - ქართული ცეკვის სტუდიის ვაუჩერი გადასცა.
15 წლის მარიამ ეგაძეს კი, რომელსაც ბატუტზე ხტომაში დიდი წარმატებები აქვს, ახალგაზდული ოლიმპიადისათვის მზადებაში წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ მის ასპარეზობებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პიველმა ლედიმ ეგაძეების ოჯახს გამათბობელი და საახალწლო კალათა გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.