კანადაში, მფრინავი ავიალაინერის პილოტის კაბინაში დააპატიმრეს, სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა. 37 წლის მამაკაცს, შემოწმებისას სხეულში დასაშვებზე 3-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს.
„სანვინგის ავიახაზების“ თვითმფრინავმა, რომელიც კალგარიდან მექსიკაში, კანკუნის მიმართულებით მიფრინავდა, მოგვიანებით სხვა მფრინავის მეშვეობით დატოვა აეროპორტი. ავიალაინერის ბორტზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა.
ავიახაზების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ მფრინავი უცნაურად იქცეოდა. მათ გააფრთხილეს შესაბამისი ორგანოები და მფრინავი კაბინიდან ბადრაგის თანხლებით გაიყვანეს.
პოლიციის განცხადებით, მფრინავი ახლო მომავალში ვერ შეძლებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.