საქართველოში უკრაინიდან ჩამოსული ამერიკელი სენატორების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც გავლენიანი „რესპუბლიკელი“ სენატორი არიზონას შტატიდან, ჯონ მაკკეინი იმყოფება, ცოტა ხნის წინათ სოფელ ხურვალეთს სტუმრობდა, სადაც მან რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა.
მაკკეინმა, რომელიც შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც სხვადასხვა მისიებში მონაწილეობენ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა, რადგან თუ ერთად არ ვიდგებით, ეს იქნება ვლადიმერ პუტინისთვის იმის შესაძლებლობა, რომ დაგვამარცხოს“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.
ამერიკელი სენატორები საქართველოს 2 იანვარს დატოვებენ, მანამდე კი ისინი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.