თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულის ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
როგორც ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" იუწყება, ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა „გმირული ჯარისკაცის“ მიერ განხორციელდა.
„დალოცვილი ოპერაციების ეგიდით, რომელიც გრძელდება და რომელსაც ისლამური სახელმწიფო თურქეთის გასწვრივ ახორციელებს, ხალიფატის გმირული ჯარისკაცი თავს დაესხა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბს, სადაც ქრისტიანები თავიანთ განდგომილ დღესასწაულს აღნიშნავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სულ მცირე 600 ადამიანი აღნიშნავდა ახალ წელს სტამბულის ღამის კლუბ „რეინაში“, როდესაც შეიარაღებულმა მამაკაცმა იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა განურჩევლად.
თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 180-ჯერ გაისროლა.
თავდამსხმელი სტამბულის ღამის კლუბთან ტაქსით მივიდა. მან ავტომანქანიდან იარაღი გადმოიღო და კლუბზე თავდასხმა შენობის შესასვლელიდანვე, დაცვის თანამშრომლის და მოგზაურობის აგენტის მიმართულებით დაიწყო. ორივე მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა.
თავდასხმა 7 წუთი გაგრძელდა და შეიარაღებულმა მამაკაცმა ქაოსის დროს გაქცევა მოახერხა.
თურქეთის პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა, მაგრამ არ მიუთითებია მისი სახელი და გვარი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ თავდასხმიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ პოლიცია ჯერ კიდევ ეძებდა „ტერორისტს“, რომელიც თავს დაესხა „რეინას“ ღამის კლუბს, დაახლოებით 01:30 საათზე, ადგილობრივი დროით.
„ტერორისტის ძებნა გრძელდება... ვიმედოვნებ (თავდამსხმელი) მალე იქნება მიკვლეული და დაპატიმრებული, ღმერთის ნებით“, - განაცხადა სოილუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.