ჯონ მაკკეინი: ვლადიმერ პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია და ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და გახდება სრულიად დამოუკიდებელი
02-01-2017, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვლადიმერ პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია და ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და გახდება სრულიად დამოუკიდებელი, - აღნიშნული განცხადება საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა "კრწანისის" საწვრთნელ ბაზაზე გააკეთა, სადაც მას თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

 

 

სენატორმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 


"ორპარტიული დელეგაცია აქ იმყოფება ქართველი სამხედროების მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც ავღანეთში ჩვენთან ერთად მსახურობენ, მონაწილეობენ წვრთნებში და იცავენ ამერიკელი და ქართველი ხალხის თავისუფლებას. ვლადიმერ პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია და ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და გახდება სრულიად დამოუკიდებელი. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდეთ აქ, ამ მამაც ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას", - განაცხადა სენტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა: "რუსეთმა იერიში მიიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი სპეცსამსახურები ამ ფაქტს საგულდაგულოდ გამოიძიებენ. ვიმუშავებთ კონგრესში სანქციების გამკაცრებაზე იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა და საამისოდ, ძალისხმევას არ დაიშურებს არც ერთი პარტია. ჩვენ გვსურს ვიმუშავოთ არჩეულ პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას კანონმდებლების რანგში".

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრეემი და ემი კლოუბერი საქართველოს სამუშაო ვიზიტად გუშინ ესტუმრნენ.

 

კომენტარები: 1
#1   medea
      
ამერიკის დახმარებით არასოდეს გამთლიანდება საქართველო, ესენი ხელს უშლიან, პირიქით
2 იანვარი 2017 22:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი