ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამგვარი ძალადობისაგან საქართველო ვერ იხეირებს. ნორლანდის განცხადების ქართული თარგმანი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
"შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის. ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები. ასევე გახსოვდეთ, რომ საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას", - განაცხადა ნორლანდმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.