შესანიშნავი ვიზიტია. ჩვენ ახლა გვქონდა კარგი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ყოველთვის მომწონს კარგი პოლიტიკური გარემო, სადაც ძლიერი ოპოზიციაა, მედია თავისუფალია და დაცული, - განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოსთვის ამერიკა არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ნატო-ში გაწევრიანებას. საქართველოსთვის ამერიკა არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსები აშშ-ის არჩევნებში ცდილობდნენ ჩარევას, თუმცა, არ გვჯერა, რომ გავლენა მოახდინეს ჩვენს არჩევნებზე", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.