სულ მცირე 35 ადამიანი იქნა მოკლული ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ხალხმრავალ მოედანზე, ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) უსაფრთხოების და სამედიცინო სფეროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
61-მა სხვამ დაზიანებები მიიღო უმეტესწილად შიიტი მუსლიმებით დასახლებული დედაქალაქის აღმოსავლეთ რაიონში, სადრში მომხდარი აფეთქებისას. მოგვიანებით კი ალ-კინდის საავადმყოფოსთან, ავტომანქანების პარკირების ადგილას, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" სუნიტურმა ჯიჰადისტურმა ჯგუფმა აიღო.
ჯიჰადისტურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ თავად იდგა ბაღდადში შაბათს მომხდარი ორი აფეთქების უკანაც, რასაც 28 ადამიანი ემსხვერპლა.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებულმა ახალი ამბების სააგენტომ, „ამაყმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმების სამიზნე შიიტები იყვნენ, რომელთაც ის განდგომილებად მიიჩნევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.