ლევან იზორია ჯონ მაკკეინს: მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად
02-01-2017, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად, - ასე მიმართა ლევან იზორიამ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელს, სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელიც დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სენატორებთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სენატორები ქართველ სამხედროებს წარუდგინა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ ერთხელ უსმავს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და პარტნიორობას. ჩვენმა მეგობრობამ უამრავ გამოცდას გაუძლო. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ეკლიან გზაზე, ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა და პოლიტიკური ქარტეხილის დროს მუდამ ვგრძნობდით თქვენს უპირობო მხარდაჭერას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელზე მეტი გავიდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება და ჩვენი ქვეყანა ისევ დგას რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე. დღეს, როდესაც საქართველო კვლავ დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, თქვენ რჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების ერთგული.

 

 

უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთსულოვნება და თანადგომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამაგალითო პარტნიორობის გათვალისწინებით ქართველ ხალხს თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. მე როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრწანისში არსებულ ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის ხელშეწყობით საქართველო წარმატებით განაგრძობს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მწამს რომ საქართველო ყოველთვის იქნება დემოკრატიული ფასეულობების ერთგული და აშშ-სთან ერთად წვლილს შეიტანს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი