ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ
02-01-2017, 08:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ, - აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

მერიის ინფორმაციით, ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ.

 


"შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.

 

 

ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.

 

 

გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება. მარტში კი, თბილისის ავტოპარკი 143 „მან”-ის ავტობუსით განახლდება.

 

 

მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი