ბრაზილიის ციხეში მომხდარი არეულობისას 60-ზე მეტი პატიმარია მოკლული - თავმოკვეთილ ცხედრებს ციხის პერიმეტრის ღობიდან ყრიდნენ
02-01-2017, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიის შტატ ამაზონასის ციხეში მომხდარი არეულობისას 60-ზე მეტი პატიმარია მოკლული. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

პოლიციის განცხადებით, არეულობა, რომელიც კვირას დაიწყო, ორშაბათს დასრულდა, როდესაც პატიმრობაში მყოფმა პირებმა იარაღი დაყარეს და მძევლად აყვანილი დაცვის 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

 

 

ციხის კაპელანმა განაცხადა, რომ არეულობა ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის მოხდა. გავრცელებული ცნობით, პატიმართა ნაწილი ციხიდან გაიქცა.

 


BBC -ის ცნობით, ბრაზილიას პატიმრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა, 600 000 ადამიანი ჰყავს ციხეში. მსოფლიოში ის ამ მხრივ მე-4 ადგილზე იმყოფება და საპატიმრო დაწესებულებების გადატვირთულობის გამო ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.

 


როგორც BBC იუწყება, კვირას, შუა დღეზე, როდესაც არეულობა დაიწყო, ექვსი თავმოკვეთილი ცხედარი იქნა გადაგდებული ციხის პერიმეტრის ღობიდან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი