ისრაელის პოლიცია პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლში მივიდა, რაც კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. მათ მისვლამდე ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ უარყო რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, მან მასმედიის წარმომადგენლებს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს უთხრა, რომ „არაფერი არ მოხდება, რადგან არაფერი მომხდარა“.
ისრაელის მედია წერს, რომ ნეთანიაჰუს ბიზნესმენებისაგან მნიშვნელოვანი საჩუქრების თუ „წყალობების“ მიღებაში სდებენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუს დაკითხვას მის ცენტრალური იერუსალიმის რეზიდენციაში სამი გამომძიებელი აწარმოებს.
ორშაბათს, უფრო ადრე, ნეთანიაჰიუმ თავისი „ლიკუდის პარტიის“ კანონმდებლებს უთხრა: „ჩვენ გვესმის მედია რეპორტაჟები. ჩვენ ვხედავთ საზეიმო სულს და გარემოს სატელევიზიო სტუდიებში და ოპოზიციის დერეფნებში.
„მე მინდა ვუთხრა მათ, დაელოდონ დღესასწაულებს. არ იჩქარონ. მე გითხარით თქვენ და ვიმეორებ: არაფერი არ იქნება, რადგან არაფერი არ არის. თქვენ განაგრძობთ ცხელი ჰაერით ბუშტების გაბერვას და ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის სახელმწიფოს ხელმძღვანელობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.