ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება მისიაში მონაწილე საერთაშორისო სამედიცინო პერსონალს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპების დახვეწას ისახავდა მიზნად. სამხედრო სამედიცინო სწავლება სწრაფი რეაგირებისა და მასობრივი დაზიანების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ელემენტებს მოიცავდა.
წვრთნებში ქართველ სამხედრო სამედიცინო პერსონალთან ერთად, სერბმა და ფრანგმა სამხედრო ექიმებმა, ასევე ოთხმა პარამედიკმა მიიღო მონაწილეობა.
სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. ბაზაზე სასადილოს შენობის წინ ხელყუმბარის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. წვრთნების შედეგები ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა.
23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიას ასრულებს. ოთხთვიანი მისიის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამოცანას ქალაქ ბანგიში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქმედო არეალის უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.