პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება 4-5 იანვარსაც გაიმართება.
"პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე წელს დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო.
პრეზიდენტის სასახლეში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საბავშვო, მუსიკალური წარმოდგენა „საახალწლო ნაძვის ხე“ გამართა, სადაც პატარებს საყვარელი ზღაპრების პერსონაჟებმა, საახალწლო სანახაობა შესთავაზეს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.