საბი ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
03-01-2017, 06:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბი ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობაში, განზრახ მკვლელობაში და ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე ლევან კოჭლაშვილმა ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას მიმართ, მისსავე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სხეულის დაზიანებები.

 


იმავე დღეს, ლევან კოჭლაშვილს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ტრანსგენდერ საბი ბერიანთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით ლევან კოჭლაშვილმა დანით საბი ბერიანს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად საბი ბერიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 


სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი 12 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ლევან კოჭლაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 


აღნიშნული განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

 


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და ლევან კოჭლაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი