ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლის“ (გერმანულად - „მაინ კამპფ“) (სლაიდის ფოტოზე - ნაცისტური ეპოქის ეგზემპლარი) სპეციალურად ანოტირებული ვარიანტის გამომცემელი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინათ წიგნი გამოიცა, მისმა გაყიდვებმა საოცრად სწრაფად იმატა.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, ანტი-სემიტური ნაცისტური მანიფესტის დაახლოებით 85 000 გერმანულენოვანი ეგზემპლარი გაიყიდა. გამომცემელმა ადრეას ვირშინგმა თქვა, რომ ამ რიცხვმა „განაცვიფრა“ ისინი.
იგი მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის დირექტორია. იანვრის ბოლოს აღნიშნული ინსტიტუტი მე-6 ჯერზე დაიწყებს წიგნის ბეჭდვას. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს პირველად მხოლოდ 4 000 ეგზემპლარი დაბეჭდეს. წიგნი მოიცავს მეცნიერთა კრიტიკულ შენიშვნებს.
ნაცისტური ეპოქის გამოცემებისაგან განსხვავებით, მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ „მაინ კამპფს“ უბრალო თეთრი ყდა აქვს - ჰიტლერის ფოტოს გარეშე. სვასტიკა და სხვა ნაცისტური სიმბოლოები აკრძალულია გერმანიაში. ჰიტლერის აღნიშნული წიგნი გერმანიაში პირველად 1925 წელს გამოიცა, 8 წლით ადრე, ვიდრე იგი ხელისუფლებაში მოვიდოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.