ქუთაისის „ტორპედო“ ახლო მომავალში აუქციონზე გაიყიდება, - აღნიშნულ ინფორმაციას სპორტული ვებგვერდი Sportall.ge ქუთაისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვებგვერდის ცნობით, მერიამ მცირე ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება გააფორმა "ტორპედოს" შესაფასებლად. ექსპერტიზამ "ტორპედო" 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს იქნება აუქციონზე საწყისი ფასი.
სპორტული ვებგვერდის ინფორმაციით "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს და მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.