მიმდინარე წლის თებერვალში, 2015 წლის იანვართან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2014 წლის თებერვალთან შედარებით, კი ინდექსი 5,4 პროცენტით და 2005 წლის საშუალოსთან შედარებით, 72,6 პროცენტით გაზრდილია.
2015 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 1,3 პროცენტით ზრდამ იქონია, რაც საქსტატის ცნობით, ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 1,08 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,2 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (2,1 პროცენტი) გაიზარდა. ქიმიურ წარმოებაზე (-5,4 პროცენტი) კი ფასები შემცირდა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ რამდენიმე სექციაზე იქონია.
როგორც საქსტატში აცხადებენ, დამამუშავებელი მრეწველობის სექსიაში, ფასები 7,8 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, ფასების ზრდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (13,6 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (7,5 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (26,5 პროცენტი) დაფიქსირდა.
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სექციაში კი, ფასები 3,9 პროცენტით შემცირდა, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,51 პროცენტული პუნქტით აისახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.