მომღერალმა ჯანეტ ჯექსონმა 50 წლის ასაკში პირველი შვილი, ბიჭი გააჩინა. განცხადებაში, რომელიც ჯექსონის პუბლიცისტმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ მუსიკოსი და მისი ქმარი, ყატარელი ბიზნესმენი, უისამ ალ მანა დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩვილის, ეისა ალ მანას დაბადებას.

ჯანეტ ჯექსონი, მეუღლესთან უისამ ალ მანასთან ერთად)
„ჯანეტს ნორმალური, ჯანმრთელი მშობიარობა ჰქონდა და კომფორტულად ისვენებს“, - განაცხადა პუბლიცისტმა.
ჯანეტ ჯექსონი ინდიანაში 1966 წლის 16 მაისს დაიბადა. იგი პოპ-მუსიკის ლეგენდის, აწ გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის დაა და ცხრა დედმაშვილიდან ყველაზე უმცროსია. მან პირველი ალბომი 1982 წელს გამოუშვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.