შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაესხა თავს სადაზვერვო საზოგადოებას. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უკავშირდება - რომლითაც, როგორც ითქვა, ტრამპმა ისარგებლა - აყოვნებს.
„შესაძლოა უფრო მეტი დროა საჭირო საქმის შესაკერად. ძალიან უცნაურია!“ - დაწერა მან. შეერთებული შტატების სადაზვერვო ოფიციოზი კი დაჟინებით ირწმუნება, რომ ინფორმაციის მიწოდების გეგმაში დაყოვნებას არ აქვს ადგილი.
შეერთებული შტატების რამდენიმე სააგენტო, მათ შორის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დარწმუნებულია, რომ „დემოკრატიული პარტიის“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი იდგა და „დემოკრატების“ მაღალჩინოსნების, მათ შორის კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის, ჰაკერული გზით მოპოვებული ელქტრონული წერილები, Wikileaks-ს და სხვა მედია საშუალებებს გადაეცა, რაც დაეხმარა ტრამპს გაემარჯვა არჩევნებში.
თავდაპირველად ტრამპმა რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევას „სასაცილო“ უწოდა, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ შეხვდებოდა შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, რომ „ამ მდგომარეობის შესახებ არსებულ ფაქტებზე განახლებული ინფორმაცია“ მიეღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.