საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე, მშრალ ხევზე ახალი ხიდი აშენდება
04-01-2017, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე, მშრალ ხევზე ახალი ხიდი აშენდება.

 

 

საგზაო დეპარტამენტის განმარტებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. 

 

 

მათივე ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

 

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.

 


"არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი