ნინო კალანდაძე: სერგო რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა, მეტიც, ისინი წინააღმდეგებიც კი არიან
04-01-2017, 07:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე თანაპარტიელის, სერგო რატიანის მიერ პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა. მეტიც, ისინი წინააღმდეგებიც კი არიან".

 


"კანონიერი გადაწყვეტილებაა მიღებული როგორ უნდა გაიმართოს ყრილობა, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ყრილობის ჩატარების ორგანიზაციული მხარე უნდა მოაგვაროს და შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტსაბჭომ იმისთვის, რომ ყრილობამ დღის წესრიგი დაამტკიცოს. ეს არის საკითხები, რომელიც პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულია. ამ გადაწყვეტილების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ე.წ. მეორე გუნდის არც ერთ წევრს, არც განხილვის და არც განხილვიდან ერთი თვის თავზე. სამართლებრივ პრობლემებზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს გაუჩნდა განცდა, რომ ყრილობაზე ისინი თავის პოზიციის წარმატებით დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. ამის თავიდან არიდების მიზნით, ახლა იყენებენ ვითომ სამართლებრივ საკითხებს მიზეზად იმისთვის, რომ წინასწარ ივარაუდონ, რომ არალეგიტიმური იქნება ყრილობა და თავიდან აირიდიონ ის შედეგი, რაც დადგება. რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა, მეტიც, ისინი წინააღმდეგებიც კი არიან", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა. 

 

 

"2016 წლის 30 ნოემბერს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 20 იანვარს პარტიის ყრილობის გამართვის თაობაზე. 

 


ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში.

 


ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი - არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.



კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები", - აღნიშნულია სერგო რატიანის წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი