სააპელაციო სასამართლო „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე მსჯელობს. თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
უგულავამ აღნიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა, მისივე თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.
"განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია მე მაგრამ, იმასაც ვაცნობიერებ, რომ სამწუხაროდ ის, რაც მინდოდა რომ კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა კარგად. მე პატარა ბავშვი არ ვარ და არც ისეთი გამოცდილების ნაკლებობა არ მაქვს. თუმცა, სხვანაირად გამოვიდა. ადამიანს როდესაც სახელმწიფო უხდის ხელფასს და ის მიდის მოქალაქესთან და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ცუდი პრაქტიკა მე ვერ ავლაგმე. მიზნად რომ დამესახა პრინციპში, რა მიზანიც მე დავისახე ჩემს თანამშრომლებთან ერთად, პრინციპში განვახორციელე. ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა. ცუდია ეს? რა თქმა უნდა ცუდია.
ჩემამდეც ხდებოდა და ახლაც ხდება, მაგრამ ჩემამდე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება მე ამაზე არ ვაპირებ ლაპარაკს იმიტომ, რომ ეს ჩემი და თქვენი განხილვის საგანი არ არის. ამიტომ, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. მე ამას ვემიჯნები იმიტომ, რომ ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც არავის სხვას არ ვაბრალებ....
მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მით უმეტეს, არც მითვისება....
ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი - არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, - განაცხადა უგულავამ.
საქმე გიგი უგულავას მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება. კოლეგია ამ წუთებში სათათბიროდ გავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.