გერმანიის პოლიციამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი, 26 წლის ტუნისელი დააკავა
04-01-2017, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანელმა სამართალდამცავებმა ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი, 26 წლის ტუნისელი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" გერმანიის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა როლს თამაშობდა დაკავებული პირი 19 დეკემბერს ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტში.

 

 

უწყების ცნობით, დაკავებული პირი ტერაქტამდე ერთი დღით ადრე, განხორციელებულ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილთან, ანის ამრისთან ვახშმობდა.

 

 

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა. საშობაო ბაზრობაზე განხორციელებული თავდასხმიდან მალევე იტალიის პოლიციამ ტუნისში დაბადებული 24 წლის ანის ამრი მილანთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მას შემდეგ რაც იგი ბერლინიდან საფრანგეთის გავლით იტალიაში ჩავიდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი