საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "რედისონში", სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ "ქალები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიურ ნაწილს. ქალების კისერზე გადავიდა ძალიან ბევრი დრამატული პროცესი. ქალები არიან ძალიან აქტიური მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს". მისი თქმით, კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს.
ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
"ჩვენ დღეს ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ. პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული მაღალ თანამდებობებზე. დღევანდელი წარმომადგენლობით შეხვედრა მიქმნის იმის განცდას, რომ ამაზე საქართველოში მნიშვნელოვანი კონსენსუნსი შემდგარია. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ამ პროცესში, რომლის გამოყოფაც და ხაზგასმაც მინდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ერთი რამ - ის, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, ის რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე როგორც აღმასრულებელ სისტემაში, ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. არის ჭეშმარიტებები, არის ცოდნა, რომლითაც კაცობრიობა უკვე მდიდარია და ამ ცოდნის, ამ მონაცემების და კვლევის საფუძველზე ჩვენ ნათლად ვხედავთ სურათს, რომ ქვეყნებში სადაც ქალთა მონაწილეობა მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე, მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის ფაქტობრივი რეალობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა უფრო აქტიურ, უფრო მშვიდობიან და უფრო მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას. განვითარებული ქვეყნების მმართველობით სისტემებში ქალების წარმოდგენა 40 პროცენტამდეა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ამ პროცენტული მაჩვენებლისკენ დინამიურად უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ, იმისთვის რომ რეალურად მივიდეთ ამ დონემდე, უნდა შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ეს აისახოს მომავალ არჩვენებზე, ამაში ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება რომ ქალი იყოს, და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.