გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძეს შეხვდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა აშშ-სთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
"საქართველოში სამთომოპოვებითი სექტორის რეფორმის ხელშეწყობა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხელშეწყობა - ეს ის მიმართულებებია, რაშიც მხარეები მომავალშიც ითანამშრომლებენ.
ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს დაძმობილებულ ეროვნულ პარკებს (კოლხეთი - პოინტ რეი, კალიფორნია; თუშეთი - როკი მაუნთინს, კოლორადო და ვაშლოვანი - ბედლენდი, სამხრეთ დაკოტა) შორის", - განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.